იისფერი მთვარე

მაინც არ მეძინება და რამეს დავწერ. ან არ დავწერ და აზრებს გადმოვაფრქვევ, ყვავილების ბოტკოებს მოედება და აყვავილდება. როცა გეძინება სხვანაირად იწყებ სუნთქვას, როცა გეღვიძება სხვანაირად იწყებ ფიქრს. თუ რამეს აკეთებ, საერთოდ არ ფიქრობ არაფერზე. რაც გაქვს და გაგაჩნია აღარ უფრთხილდები, სადღაც კუთხეში მიაყუჩებ და ათასში ერთხელ მტვერს გადაწმინდავ, მაგრამ როცა რაიმე გინდა ცხრა მთას იქეთ წახვალ, ეკალ-ბარდებს გაივლი, ყველა იისფერ ღამეებს მოერევი, ყველა სიცივეს გაუმკლავდები, რომელიც სხეულზე ბზარებს გიჩენს. მაგრამ, როცა რაიმე გაქვს გვავიწყდება, რომ მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ბრძოლა არ მთავრდება – არამედ იწყება მაშინ, როცა შენსას მოიპოვებ, მონაპოვარს შენარჩნება უნდა…

დღეს დილით, ხვალ საღამოს, 48 საათის განმავლობაში, მერე დასვენება და სხვა საქმეებით ივსები და ასე გრძელდება… დილით დგები, სამსახურში მიდიხარ, რჩეულ მუსიკას უსმენ, რაც ამოჩემებული გაქ. ზოგიერთი ჰანგები კარგად დავიწყებულ ძველს გავს. (ან რაც, არის)  და ისევ გახსენდება. თითქოს გბეზრდება, მაგრამ წაშლაც რომ გენანება. ცოდოა ამდენი ემოციის და მოგონებების გაფილტვრა. თითოეულ მოგონებას თავისი წუთი, დრო და თანმდევი განცდა აქვს. ზოგიერთი მუსიკა იმ დროს გახსენებს რამდენიმე ფეხის ნაბიჯის მოშრებით რომ იყავი სახლიდან, ზოგი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რომ იყავი, ზოგი კი იმ დროს, მარტო რომ ვიყავი და ზამთრის ცივ ღამეებს ვათენებდი პლედის ქვეშ…

იისფერი ღამეები . . .

Advertisements

“ან რა ღირსი არის სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს.”

ბადაგი

შემოდგომაა, დაცვარულია შინდი. სისხლიან ტუჩებს იკვნეტენ, თვალებზე ბზინავს მარილიანი წვეთები. ყურძნის ძუძუებიდან ბადაგი იღვენთება. მზე მომენატრე, გამოანათე … ყველა შემოდგომაზე ხეებზე ფოთლები ყვითლდებიან და თავს იკლავენ, მიწას ეხეთქებიან … გკოცნით

ფოთლები

როცა მენატრები, მე ვფხიზლობ

და ვიცი, შენ გძინავს,

მე მიყვარს შენი ტკბილი ძილი,

შენი დაბნეული სიზმრები,

და ვხვდები, სინამდვილეში,

ისინი ჩემთვის მოსაყოლი ზღაპრებია წიგნიდან,

რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად დაწერ.

როცა მენატრები, მე შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს,

რომელიც ლურჯია და მშვიდი,

რადგან ახლა სამყარო სხვა არაფერია,

თუ არა მანძილი ჩემი თვალებიდან შენს თვალებამდე,

ჩემი სუნთქვიდან შენს სუნთქვამდე,

ჩემი საფეთქლებიდან შენს მხრებამდე.

როცა მენატრები, შენ ჩემთან მოდიხარ,

მე თვალის უპეებზე გალაგებ თითებს,

შენი ტუჩების კონტურებს ვხაზავ,

შენს დუმილს სხეულის ყველა უჯრედით ვუსმენ

რძე N_N

მე მეზიზღება ჩემი შეყვარებული, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობ.

მეზიზღება, რომ ისიც არ იცის – ვარსებობ.

მეზიზღება, რომ ძილის წინ ჩემზე არ ეფიქრება, და საერთოდ, ჩემზე საერთოდ არ ეფიქრება!

მე მეზიზღება ჩემი შეყვარებული, რომელიც დილით ყავას სვამს უშაქროდ (ან ორნახევარი კოვზი შაქრით (ან ტაბლეტით), რომელიც სამსახურში მიმავალი ყურსასმენებით სულ ერთ სიმღერას უსმენს, რომელიც საღამოს მეგობრებთან ერთად წითელ ღვინოს შეექცევა,

ტელევიზორს უყურებს,

ვინმეს ამბებს მოუყვება,

საწოლს ასწორებს ( ან ეჩქარება და ისე ტოვებს არეულს), წვება, სიზმრებს ნახულბს, ცხოვრობს და ჩემზე არც კი ეფიქრება,

მე მეზიზღება ჩემი შეყვარებულის ყველა ნაცნობი, ყველა მეგობარი, და ყველა ადამიანი, ვისაც კი ქუჩაში ხვდება, ვინც კი ყოველ დღე უყურებს და ხედავს, როგორ იღვიძებს, როგორ იცინის, როგორ ეჩხვლიტება თვალთან კანი და ლოყებთან, როგორ ესვრება რძის სმისას ტუჩები თეთრად, როგორ ეკაწრება წვერის პარსვისგან სახე,

მე მეზიზღება ჩემი შეყვარებული, რომელმაც არც კი იცის რომ მარჯვენა მხარეს ზედა ტუჩზე ხალი მაქვს, რომელმაც არც კი იცის, კალამს და ჩანგალს ერთნაირად ვაჭდობ თითებში, ფიქრისას წარბებს როგორ ვიჩეჩავ, ტუჩებს როგორ ვკბენ სისხლისდენამდე, წერისას როგორ მეგრიხება ტანი, ბრაზისგან როგორ მიშორდება ტუჩები, მე მეზიზღება ჩემი შეყვარებული რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობ ( არადა ვიცნობ), და რომელმაც არ იცის რომ მეც დილით 7ზე ვიღვიძებ როგორც თვითონ (არადა იცის), და ვსვამ ყავას ორი კოვზი შაქრით ან უშაქროდ, და სამსახურში წასვლისას მეც, მეც ერთ სიმღერას ვუსმენ.

მე მეზიზღება ჩემი შეყვარებული, რომელმაც ისიც არ იცის როგორ ვწერ მასზე

მე მეზიზღება

მეზიზღება ჩემი შეყვარებული,

რომელიც საერთოდ არ ფიქრობს, ამდენს რომ ვფიქრობ მასზე

მიყვარხარ

მარგალიტის მძივი

საინტერესოა ეხლა სად ხარ? ჩემგან ძალიან შორს თუ ძალიან ახლოს? ეხლა ღამის 3საათია იქნებ შენ გძინავს .. ან იქნებ ერთდროულად ვიძნებთ ერთდორულად ვიღვიძებთ, იქნებ ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვართ რომ წარმოდგენაც რთულია.. როცა ვფიქრობ რომ შენ სადღაც ხარ და ხარ ჩემთვის შექმნილი. თუმცა არ გიცნობ ისეთი განცდა მუფლება ჩემო მეორე ნახევარო რომ ახლოს კი არაა, ჩემში ცხოვრობ.. ვგრძნობ რომ ჯერ არ გამოჩენილი მიყვარხარ.. სიგიჟეა არა? სულაც არაა მე ის მიყვარს რომ ვიღაც სადღაც შექმნილია ჩემთვის.. ალბათ ჩემსავით ბევრჯერ ხუმრობით გითქვამს და გიფიქრია ნეტავ სად ხარ ‘ჩემო მეორე ნახევარო’ თავს ვადანაშაულებ? არაა, უფრო ცხოვრებას ან ბედს რასაც გინდა იმას დავაბრალოთ.. იმდენჯერ გაგჭირვებია ალბათ.. თავი მარტო გიგრძვნია და მე ამ დროს არც კი ვიცი სად ხარ ან რა გიჭირს. იქნებ ადამიანები იმდენად ბრმები ვართ რომ ჩვენ გევრდში მყოფს ვერ ვამჩნევთ ხოლმე.. ნუთუ ოდესმე დაგინახე? და ვერ შეგნიშნე? ნუთუ ოდესმე ჩემს გვერდით იყავი და გულმა ვერ გიცნო? არ არსებობს ეგ შემთხვევა, არა. ყველას მოატყუებ, მაგრამ სადაც არ უნდა იყო ჩემო მეორე ნახევარო, თუნდაც ჩვენს ფანჯრებში სხვადასხვა ქალაქები იყოს.. თუნდაც შენ რომ იძინებ მე ვიღვიძებდე.. თუნდაც შენი დილა ჩაით იწყებოდეს.. ჩემი კი ყავით.. თუნდაც არ გჯეროდეს ის, რომ მე შენთვის დავიბადე შენ ჩემთვის.. იქნებ ჩემო მეორე ნახევარო ეხლა სხვისი მეორე ნახევარი გქვია… თუმცა შინაგანად რაღაცის ნაკლებობის განცდა მუდამ გექნება.. იმ რაღაცას ჩემი სახელი ქვია.. რადგან როცა იბადება ერთი ადამიანი მისთვის მეორე ადამიანი ჩნდება, რომლებიც უხილავი ძაფით არიან კავშირში.. სულ რომ აიხლართოს ძაფი, სულ რომ გზებიც გაიყაროს – ამ კავშირს სწორედ ის დანაკლისი ერქმევა რაც მთელი ცხოვრება გაწუხებს. ადამიანი – თუნდაც სხვასთან გითენდებოდეს… ჩემო მეორე ნახევარო თუ ჩვენ დროის სივრცეში ავირიეთ იცოდე ჩვენი სიყვარული სხვასთან’უბრალოდ ნაქირავები ბინა’, თავშესაფარი იქნება, რასაც შინაგანი დანაკლისი სულ გაგვახსენებს …

ძველი ჩანაწერებიდან

ჩაი

მე მინდა დიდი სახლი, არა თბილი სახლი. მთლიანი ცხოვრება არა, ერთ სამედაშენისო დღე გვეოცნებება და ვცხოვრობთ ისე, რომ ჯერ არ გვქონია. ჩვენ თვალის ფერი არა, მასში არეკლილი ერთმანეთი მოგვწონს. ჰაერში ფერადი ბურთები დაცოცავს და ვერ ვწვდები, შეხებისთანავე ფეთქვას იწყებს. ხელებზე პეპლები თავის ჭრელ, გრძელ ფრთებს აშრიალებს და ჰაერი რხევას იწყებს. მწვანე ბალახი, იარე ფეხით ბევრი იარე. ისუნთქე რომ იგრძნო. ზაფხული უკანასკნელად სუნთქავს. მზისფერი ოცნებები მინდა. შევდივარ ოთახში და ვათალიერებ თაროებს, ძველი წიგნები, მტვრიანი წიგნები ალაგია და ვცდილობ გადარჩევას. არის რაღაც სევდიანი ძველი წიგნების გადარჩევაში. ზიხარ, ათვალიერებ თაროებს და იცი, რომ ძველები უნდა გადაყარო – შენი ახალი წიგნებისთვის ადგილი რომ გამონახო. მაგრამ გეძვირფასება და ვერ ელევი. მტვერი გადაწმინდე და ისევ თავის ადგილას ალაგებ. წამოვიდა… თითქოს გამოვიდა, ან ამოვიდა, იქნებ წავიდა, ან სულაც გავიდა? სითბოს შეგრძნება გეუფლება? მზე დაგნათის ალბათ. დაღლილობას როგორ ებრძვით – ამაყად და დინჯად?  ენამ მიყივლა და რაღაცა მოხდა – ეხლა ვფიქრობ, ბოლომდე როგორ მივიყვანო საქმე მეთქი. თანდათან იზრდები, როგორც ხე, რომელიც კარგ ნიადაგზე დგას. თითოეული ახალი ქარი, წვიმა თუ მიწისძვრა გეხმარება იმაში, რომ ფესვები გაიდგა და გამყარდე, ტოტები გაშალო და გაიზარდო. ქარი – ეს ის ხალხია, ვინც შენს ცხოვრებაში შემოიჭრა და წავიდა. წვიმა – ეს ალბათ სასმელია, და ცოტა ცრემლები. მიწისძვრა – ეს პრობლემებია და მათი სოლუშენები (მომწონს ეს სიტყვა). და ნიადაგი – ნიადაგი კი ის ადამიანია, ვინც თავს სახლში გაგრძნობინებს, ვინც გივლის, გაჭმევს, გეფერება, ხანდახან ავადაც არის და მოვლა ჭირდება…

ნაქსოვი ფარდა

ბავშვობაში ყველას შეგვეძლო ცხოვრებასთან ლაპარაკი, როდესაც ვიზრდებით სხვა მიმართულებებით მივდივართ. მაგრამ, მივუბრუნდეთ ისევ იგივე რიტმს. ბევრად ფერადია  ბავშვობასთან ასოციაციები. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვას ქონდა ძალა …  ცა თეთრია და მონოტონურად ასხივებს მზე სხივებს, უჩვეულო სიმშვიდეა და უმოძრაობა ირგვლივ. დედამიწა ერთი დიდი საგიჯეთია, მადრამ ქრონიკულად დაავადებული და ამას ადამიანი ეწოდება. ჩვენი წარმოდგენები ხშირად არის არასწორი,ფანტაზიის საბურველში რეალობა გვეკარგება და ასე ილუზიებში ვაგრძელებთ არსებობას.და იქნებ ისედაც ილუზიებში ვართ, ან საერთოდაც არ ვარსებობთ? როცა ამ აზრს ერთხელ შეუშვებ თავში, მთელი ცხოვრება აღარ მოგასვენებს ამაზე ფიქრი. ყოფნა-არყოფნა, არსებობა-არარსებობა… თავში ირევა ყველაფერი და გამოსავლის ძებაში ათასგვარი სისულელე შეიძლება ჩაიდინო ადამიანმა. ეს შეშლილი სამყარო. სიტყვაც რომ უღონოა ხშირ შემთვევაში და ეჭიდები სხვადასხვა ხავს, ხელს ვერ კიდებ, სხველია. ელოდები მზის მცხუნვარებას რომ გამოშრეს და შემდეგ ელოდები მზის დახრჩობას წყალში, რომ დაიძინო. ყველა განსაცდელი თავის გზას პოულობს და ქარიც კი მუხლს იდრეკს ბოლოს. არ შეიძლება ადამიანს დაძალო ის რისი სურვილიც მარტო შენ გაქ, არ შეიძლება ადამიანს დააძალო შენი შინაგანი ბუნება დაინახოს ისეთი როგორიც ხარ. ყველა ისე ფიქრობს და ხედავს ირგვლივ ყველაფერს, რა ფერების სპექტრიც აქვს გონებაში. აზრების ქსელი უკიდეგანოა და დაე, თავისით წავიდეს ყველა­_ფერი. იყო ძალიან ცუდი მომენტები, დიდი შეცდომები, დიდი გაურკვევლობა, დიდი გაუაზრებლობა, სწრაფი გადაწყვეტილებები შენი საკუთარი ‘’მე’’_ს შეუსაბამო, მაგრამ ჯანსაღად ცხოვრება ხომ არჩევანია? რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ რადგან მარტო წახვედი საოპერაციოდ და არავის უთხარი ეს ხომ შენი არჩევანია ?!  მაშინ მეც იგივეს ვიტყვი ეხლა, რომ დღეს თუ  ვართ სრულყოფილი ეს არჩევანია და არა ზემოქმედება ვინმეს სიტყვების ან ქცევების… ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ ვინ არის შენეული, როდესაც რთულ მომენტში ფხიზელი გონებით მიდიხარ წვეთოვან გზაზე და ხელს მჭიდროდ ვინ გკიდებს. როდესაც იგივე მომენტი გქონდა ცოტა ხნის წინ და ხელი ჩაგკიდეს, ისევ იმას ელოდები გაურკვეველი დოზით. ჩანაცვლება არც ისე ადვილი ყოფილა და ამიტომ მეც მარტო გადავწყვიტე იმ მძმე გზის გავლა. ეს არჩევანი არ იყო, მოლოდინი იყო ისევ იგივე ხელის ჩაჭიდების. ილუზია ამოვაშროთ, ცხოვრებასთან ლაპარაკი მკაფიო გავხადოთ. შეცდომის ზემოქმედება უკიდეგანოა ხანდახან, თუ ამაში ბევრი გრძნობა ირევა. ზიზღი, სიძულვილი, გაბრაზება, და ნაკლებად სიყვარული. თუმცა, არსებობს შეცდომის პასუხი: ნათელი მონანიება. მაგრამ, ნუ გვექნება მზისფერი ილუზიები რომ ძალა ექნება სხვისთვის, ისევე როგორც შენთვის არის. იმედი ყველაზე ვერაგი შოკოლადია.

შენი ცხოვრებიდან საბოლოოდ წავედი, გული არ დაგწყვეტია დიდათ (Fabrika 😉 )  26ში მივფრინავ, სურვილი აქამდე მქონდა წასვლამდე მენახე ბოლოჯერ, მაგრამ უკვე ეგ სურვილიც გამიქრა შენი დამოკიდებულების გამო. როგორც იქნა მივედი ჯანსაღ აზრამდე. აბა კარგად ნიკორ